მოდის ტენდენციები

თითქმის ყველა ახალგაზრდასათვის მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეს, მიმზიდველად, ლამაზად და მოდურად. ყველა ადამიანს განსხვავებული სტილი აქვს, სწორედ სტილი ასახავს თუ ვინ ხარ შენ, ხოლო მოდა იმას თუ რამდენად გიყვარს  თანამედროვეობა და კარგად ჩაცმა.


2018 წელს ძალიან აქტუალურია ტყავისა და ვევლეტის ნაჭრისგან შეკერილი ტანსაცმელები. ვილვეტის ნაჭრისგან შეკერილი ზედა, ქვედაბოლო თუ შარვცალი შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც საღამოს ივენთზე ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის. ტყავის შარვლები ძლიან უხდება მაღალყელიან ბოთებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყურადღების ცენთრშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში, განსაკუთრებთ "Dr. Martines"_ის ფირმის ბოტები.







წელს ისევე როგორც 2017 წელს მოდაშია კლეჩატი კრემისფერი პალტოები თუ პლაშები, მათი ჩაცმა ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია, როგორც მზიან, ასევე ღრუბლიან თუ წვიმიან ამინდში.  ძალიან უხდება, როგორც მაღალ ქუსლიან ისე დაბალ ფეხსაცმელებს. ასევე აქტუალურია მოკლე ქურქი_ბომბერები.






აქტუალურობას ინარჩუნებს ე.წ. "ლეოპარდის" ტანსაცმელები და არა მხოლოდ, ძალიან პოპულარულია მისი ფეხსაცმელიც. "ლეოპარდი" განსაკუთრებით უხდება შავი ფერის ტანსაცმელს, მისი ერთიანი კაბა შეიძლება სარისკო იყოს, რადგან განსაკუთრებულ ფიგურას მოითხოვს, რაც შეეხება მის პალტოებს ის ყველასთვის მოსახდენია. "ლეოპარდი" რამდენიმე წელია რაც მოდაშია და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.








ზაფხულს ძალიან უხდება ფერადი ტანსაცმელი, თუმცა ამ ფერების შეხამება კარგად უნდა შეგვეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ, ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეთ. მაგალითად: ჩალისფერ ქვედაბოლოს ძალიან უხდება მუქი მწვანე ზედა ან პირიქით. ასევე წითელ ზედას შავი ტყავის ან ნებისმიერი სხვა ნაჭრის შარვალი, ვარდისფერს_სერი, ლურჯს_ შავი ან თეთრი და ა.შ. წელს ძალიან პოპულარულია ბაცი ვარდისფერი და ხაკისფერი ნაჭრის ტანსაცმელი. ასევე მუქი წითელი და ხაკისფერი.









კლასიკური ტანსაცმელი აქტუალურობას არასოდეს კარგავს, ის ჩვენი გარდირობის განუყრელი ნაწილია, შეიძლება სულაც არ გვივარდეს კლასიკური ტანსაცმელი, თუმცა ხანდახან აუცილებელია მისი მოხმარება, აი თუნდაც თეატრში წასასვლელად. ამ მხრივ წელს ძალიან მოდურია ერთი და იმავე ნაჭრისა და ფერის შარვალი და პიჯაკი. მამაკაცური სტილის ნაჭრის კლასიკური ჟილეტები და ნაჭრის შლაქსის შარვლები.
წელს ძალიან განსხვავებული და უჩვეულო ფორმის საღამოს კაბებია მოდაში. ოქროსფერი ხავერდსის კაბები შემოდგომაზე შემოვიდა და აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს.









ბოლოს კი ჯინსები, რომელიც უკვდავია,ის შეიძლება ჩაიცვა, როგორც კალასიკურ ასევე სპორტულ თანსაცმელზე,ბოლო რამდენიმე წელია აქტუალურია სპორტულ_კლასიკური თანსაცმლის შეხამება და ბევრმა ადამიანმა ეს ახალი სტილი კარგად მოირგო.  ჯინსის ნაჭერი აქტუალურობას არ კარგავს.
















წყარო
ფოტომასალა:
www.funny.ge

Comments

Popular posts from this blog

შოპოჰოლიზმი

კლეპტომანია