კლეპტომანია
კლეპტომანია
რუსეთში სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრი კლეპტომანთა ავადმყოფობის უამრავ ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი პაციენტი სახლში ბეწვის ქურქების კოლექციას აგროვებდა. დაკავებისას ოპერატიულ მუშაკებს გაუკვირდათ, რომ დამნაშავეს ნაქურდალის რეალიზაცია არც კი უცდია. კლეპტომანმა განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა და ფული სულაც არ სჭირდებოდა.
კლეპტომანია მენტალური დაავადებაა, რაც ნივთების მოპარვის ძლიერი სურვილით არის გამოხათული. კლეპტომანი ნაქურდალ ნივთებს მატერიალურ ფასეულობად არ აღიქვამს, მათ ნივთების მოპარვა და შემდეგ მათი დათვალიერება დიდ სიამოვნებას ნიჭებთ. ქურდი კი გაცნობიერებულად იპარავს. სწორედ ეს განსხვავებაა ქურდსა და კლეპტომანს შორის.
კლეპტომანისთვის ქურდობის პროცესს უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს. კანადელი სპეციალისტები კლეპტომანებს ურჩევენ, დაძაბულობა ფიტნეს კლუბში სიარულით ან სირბულით შეიმსუბუქონ. ქურდობის შემდეგ კლეპტომანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში განცდილი სიამოვნების ხარჯზე ცხოვრობენ.
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს კლეპტომანიის საწინააღმდეგო წამალი შეექმნათ . კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა 8 ადამიანმა მიიღო. პაციენტებს წამლის საჭირო დოზა მისცეს. პრეპარატს ტვინის ის ნაწილი უნდა დაებლოკა, რომელიც ქურდობთ გამოწვეულ სიამოვნებაზე აგებდა პასუხს.
კვლევა 11 კვირა გრძელდებოდა. საბოლოოდ მკურნალობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო, თუმცა ფსიქოლოგიური სეანსები ავადმყოფის მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
Comments
Post a Comment