Posts

Showing posts from March, 2018

მოდის ტენდენციები

Image
თითქმის ყველა ახალგაზრდასათვის მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეს, მიმზიდველად, ლამაზად და მოდურად. ყველა ადამიანს განსხვავებული სტილი აქვს, სწორედ სტილი ასახავს თუ ვინ ხარ შენ, ხოლო მოდა იმას თუ რამდენად გიყვარს  თანამედროვეობა და კარგად ჩაცმა.

კლეპტომანია

Image
კლეპტომანია  რუსეთში სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრი კლეპტომანთა ავადმყოფობის უამრავ ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი პაციენტი სახლში ბეწვის ქურქების კოლექციას აგროვებდა. დაკავებისას ოპერატიულ მუშაკებს გაუკვირდათ, რომ დამნაშავეს ნაქურდალის რეალიზაცია არც კი უცდია. კლეპტომანმა განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა და ფული სულაც არ სჭირდებოდა.    კლეპტომანია მენტალური დაავადებაა, რაც ნივთების მოპარვის ძლიერი სურვილით არის გამოხათული. კლეპტომანი ნაქურდალ ნივთებს მატერიალურ ფასეულობად არ აღიქვამს, მათ ნივთების მოპარვა და შემდეგ მათი დათვალიერება დიდ სიამოვნებას ნიჭებთ. ქურდი კი გაცნობიერებულად იპარავს. სწორედ ეს განსხვავებაა ქურდსა და კლეპტომანს შორის.       კლეპტომანები თავიანთ სენს მალავენ, არ აღიარებენ, შესაბამისად სათანადო მკურნალობაზე უარს აცხადებენ.    კლეპტომანისთვის ქურდობის პროცესს უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს. კანადელი სპეციალისტები კლეპტომანებს ურჩევენ, დაძაბულობა ფიტნეს კლუბში სიარულით ან სირ...

შოპოჰოლიზმი

Image
  შოპოჰოლიზმი შეიძლება ითქვას 21_ე საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. შოპოჰოლიკები სიამოვნებას ღებულობენ რაიმე ახალი ნივთის ყიდვისას ეს პროცედურა მათ ცხოვრების აზრს აძლევთ. საყიდლებზე სიარულისას აქვთ ადრენალინის მოზღვავება ეს გრძნობა უფრო და უფრო მძაფრდება, გრძნობენ თავისუფლებას. არსებობს მოსაზრება, რომ შოპაჰოლიზმი იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც მარტოსულები არიან ხანდახან კი  საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრამვის შედეგად ხდებიან შოპაჰოლიკები.    მკვლევარების მოსაზრებით შოპოჰოლიზმის ერთ_ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობაა. ამის გამოსასწორებლად უნდა მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც ამ ჰორმონის ბუნებრივ გამომუშავებას შეუწყობს ხელს. ესენია: შოკოლადი, ლეღვი და ბანანი.   შოპოჰოლიკებს საკუთარი მდგომარეობის აღიარება ძალიან უჭირთ. გადაამოწმეთ საკუთარი თავი, დაუსვით შეკითხვა თუ რამდენად გსიამოვნებთ ან რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის საყიდლებზე სიარული, ეს სურვილი აღემატება თუ არა თქვენს შესაძლებლობებს უარი თქვათ საყიდლებზე ...